რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო მალე განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბელარუსის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებულ სიტუაციას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობას და თავად ბელარუსს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი“, - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთი კვირა აქვს იმ რეტრანსლატორების მოსახსნელად, რომლებიც რუსული დრონების მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების სიზუსტეს უზრუნველყოფენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ამას თავად გააკეთებს.