კომპანია Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი პროდუქციის რეკლამა განთავსდა ქართულ სანქცირებულ ტელეარხ „იმედზე“, რომელსაც რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირში ადანაშაულებენ.
მარტში, „Transparency International“-მა Nestle დასავლური კომპანიების იმ ჯგუფს შორის დაასახელა, რომლებმაც არხთან კავშირები შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სანქციების სიაში იყო შეტანილი. გამოცემა წერს, რომ როგორც ჩანს, „Nestle“ „იმედის“ მეშვეობით აგრძელებდა ისეთი ბრენდების რეკლამირებას, როგორიცაა „Nescafe“, „Nescafe Gold“ და „Nesquik“.
City AM-ის ინფორმაციით, „Nestle“-ს გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი ლიან გილი ხელმძღვანელობს.