UFC-ს მებრძოლებს შორის ოქტაგონს მიღმა დაპირისპირება იშვიათი არ არის. ამჯერად ყურადღებას კვლავ სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი იპყრობს, რომელლიც ილია თოფურიას შემდეგ, უკვე ჯასტინ გეიჯისაც დაუპირისპირდა.
გასულ უქმეებზე, ჯასტინ გეიჯმა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა, როდესაც UFC Freedom 250-ის მთავარ ღონისძიებაზე, მეოთხე რაუნდში, ილია თოფურია დაამარცხა.
თეთრ სახლში მოპოვებული ამ სენსაციური გამარჯვებისთვის "The Highlight“-მა (ჯასტინ გეიჯის მეტსახელი) დამატებით $825,000 გამოიმუშავა "საღამოს საუკეთესო ბრძოლისა“ და "საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსების სახით, რომლებიც ამ ისტორიული ღამის გამო საგრძნობლად იყო გაზრდილი.
მსუბუქი წონის ნომერ პირველმა პრეტენდენტმა არმან ცარუკიანმა უზარმაზარი ფსონი – $1 მილიონი დადო გეიჯის სენსაციურ და $5.7 მილიონი მოიგო. ცარუკიანმა განაცხადა, რომ აპირებდა სპორტსმენისთვის პიკაპი ეყიდა.
"მე არ ვაპირებ ამ დედა****ლი პიკაპის აღებას არმანისგან, გამორიცხულია, რომ მისგან მანქანა მივიღო. მან თქვა, რომ პიკაპს მიყიდდა, მაგრამ მე ამ საჩუქარს არასდროს მივიღებ. იმ მანქანით ვერ ვივლი, რომელიც ვიღაც ტიპმა მიყიდა", - თქვა ჯასტინმა.
"ჯასტინი ამბობს, “მე არ ვაპირებ მანქანის აღებასო“, ჰოდა მეც ვთქვი: “ფეხებზე მკიდია, აღარც მივცემ-მეთქი“, თუ მას ეს არ უნდა, ესე იგი არც იმსახურებს.
გუშინ ვუყურე ამ ვიდეოს და შოკში ჩავვარდი, ვიფიქრე: ეს რა ჯანდაბაა-მეთქი? - ანუ, თუ არ გინდა, წადი შენიც... მათ უკვე გამიმზადეს ეს მანქანა, ასე რომ ახლა სხვას უნდა გადავცე და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მას ჩემს ერთ-ერთ გამომწერს ვაჩუქებ", - თქვა ცარუკიანმა ნინა დრამსთან ლაივ სტრიმის დროს.
"ახლა უკვე ოქტაგონზე გამოვასწორებ ამას, მოუთმენლად ველოდები ჩვენს ბრძოლას. თუ ამბობ, რომ ჩემი ნაჩუქარი მანქანა არ გინდა და მასში არ ჩაჯდები, ჰოდა წადი შენიც... ელემენტარული მადლობა გადაგეხადა ასეთი უხეშობის ნაცვლად, საერთოდ რა საქციელია?! რატომ იქცევა ასე ნაძირალასავით?! ნამდვილი ლაჩარია, ერთი სული მაქვს, როდის მივბეგვავ და ჭკუას ვასწავლი", - თქვა ცარუკიანმა.