ჯენიფერ ლოპესისთვის ბენ აფლეკთან განქორწინება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა. ვარსკვლავური წყვილი მცირეხნიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2025 წელს დაშორდა.
ჯენიმ პოდკასტ “SmartLess“-ში სტუმრობისას აფლეკთან სამწლიანი ქორწინების დასრულებაზე ისაუბრა.

“ბოლო განქორწინების შემდეგ, უბრალოდ ვიჯექი, ტურნე გავაუქმე და საკუთარ თავს ვუთხარი: "ჯანდაბა, საკუთარ თავში უნდა გაერკვიო, რა გემართება? დაივიწყე ყველაფერი სხვა. რაც გემართება იმაში საკუთარი თავის გარდა დამნაშავე არავინაა", - თქვა პოპ ვარსკვლავმა.


მიუხედავად განქორწინებისა, ყოფილი მეუღლეები კვლავ ახლო მეგობრებად და ბიზნესპარტნიორებად რჩებიან.
სწორედ აფლეკმა გაუწია რეკომენდაცია ლოპესს ფილმში “Kiss of the Spider-Woman“ მთავარ როლზე.
“არაფერს ისეთის გაკეთებას არ ვაპირებ, რაც ახლა ჩემს გრძნობებს შეცვლის, ერთ დღეს შეიძლება ვინმე შევიყვარო, ვინც ამად ეღირება", - თქვა მომღერალმა.