ავტორი:

აფეთქება კატარში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში - დაღუპულია 13 ადამიანი

აფეთქება კატარში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში - დაღუპულია 13 ადამიანი

კატარში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Sky News-ი კატარის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატარის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აფეთქება ღამით, რას ლაფანის სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა.

აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 66 ადამიანი დაშავდა.

ეკონომიკის მინისტრმა, საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ აფეთქება დივერსიულ აქტს არ გამოუწვევია.