ინტერნეტში დრამატული კადრები გავრცელდა, სადაც ასახულია, თუ როგორ უპირისპირდება საკუთარ სავარძელში მჯდომი, სავარაუდოდ ნასვამი მგზავრი პოლიციელებს, ინციდენტს წინ “შეყვარებულების კინკლაობა“ უძღოდა.

შემთხვევა იმ რეისზე მოხდა რომელიც დიდი ბრიტანეთიდან მალიორკას მიმართულებით სრულდებოდა.
თვითმხილველები შოკირებულები დარჩნენ, როდესაც დაინახეს თუ როგორ შევიდა ფიზიკურ დაპირისპირებაში აგრესიული მგზავრი სამოქალაქო გვარდიის რამდენიმე ოფიცერთან, მისი ალყაში მოქცევის შემდეგ კი ერთ-ერთ ოფიცერს სახეში მუშტი ჩაარტყა.

40 წლის რიჩი დენჰოლმი, რომელიც ასევე ამ რეისით მგზავრობდა, თვითმფრინავის წინა ნაწილში დაწყებულ ქაოსს ვიდეოზე იღებდა. მისი თქმით, მგზავრი 16 ივნისს, ედინბურგის აეროპორტში, Ryanair -ის ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში ავიდა.

“ედინბურგიდან გამოფრენამდეც ძალიან მთვრალები იყვნენ. ყველაფერი შეყვარებულებს შორის კამათით დაიწყო. ეკიპაჟი სიტუაციის გაკონტროლებას დაფრენამდე ცდილობდა, მაგრამ ეს ადამიანები ძალიან აგრესიულები გახდნენ", - ჰყვება რიჩი.
საბოლოოდ სამართალდამცველებმა მაინც შეძლეს აგრესიული მგზავრის დამორჩილება,