ავტორი:

ნათესაური კავშირი იუსტიციის მინისტრთან, აქციები საერთაშორისო კომპანიებში... - რა არის ცნობილი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის ქონებაზე

ნათესაური კავშირი იუსტიციის მინისტრთან, აქციები საერთაშორისო კომპანიებში... - რა არის ცნობილი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის ქონებაზე

1 წელიწადში მიღებული 320 ათას ლარზე მეტის ანაზღაურება ეროვნულ ბანკში, აქციები რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაში - ასეთია მოკლე ინფორმაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის მიერ 2026 წლის აპრილში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციიდან.

ცნობისთვის, ჯელაძე სებ-ის ეროვნული საბჭოს წევრად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში დაამტკიცეს. საბჭოს წევრის უფლებამოსილება მას 2032 წლის თებერვლამდე აქვს.

ამასთან, გასული წლის 10 თებერვლიდან იკავებს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციასაც. ნინო ჯელაძე იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ცოლისდაა.

რაც შეეხება მის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობას, დოკუმენტის მიხედვით მის საკუთრებაშია: 119,6 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც 2018 წელს 143 000 ევროდ აქვს შეძენილი; ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული 13,2 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, რომელიც 2025 წელს 10 667 ლარად აქვს შეძენილი.

გარდა უძრავი ქონების, მის საკუთრებაში ფიქსირდება, 2023 წელს 93 758 ლარად შეძენილი მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა RAV 4.

გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნინო ჯელაძე ფლობს აქციებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც 2025-26 წელს აქვს შეძენილი. კერძოდ:

  • Advanced Micro Devices, Inc. AMD - აქციების რაოდენობა 0.415; გადახდილი საფასური - 70,5 დოლარი; ნომინალი კი - 169,49 აშშ დოლარია;..განაგრძეთ კითხვა