საღამოს ბუხრის ანთება ან ბუნებაში კოცონის დანთება თბილ მოგონებებთან ასოცირდება, თუმცა, რეალური საფრთხე, რომელსაც წვის პროცესი შეიცავს, ყურადღების მიღმა გვრჩება.
რა ხდება წვის დროს?
წვის პროცესში წარმოიქმნება ათასობით ქიმიური ნივთიერება, რომელთაგან ბევრი ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველია. მათ შორისაა: მხუთავი აირი (CO), აზოტის ოქსიდები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, მცირე ზომის ნაწილაკები (PM2.5 და PM1) და სხვა.
ამ ნაწილაკების ზიანი არ განისაზღვრება მხოლოდ მათი ზომით, არამედ იმით, შეიცავენ თუ არა ისინი წვის შედეგად წარმოქმნილ მყარ ნაწილაკებს (ჭვარტლს).
წვის პროცესში ეს ნაწილაკები ჰაერში ცირკულირებს - ჯდება ტანსაცმელში, თმაში, კანზე და აღწევს ორგანიზმშიც. შესაბამისად, რასაც ჩვენ გამყოლი სუნის სახით ვგრძნობთ, უხილავი დაბინძურების მაჩვენებელია.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეშის, ფოთლების წვა და სიგარეტის მოწევა ერთმანეთთან კავშირში არ არის. მაგრამ სინამდვილეში, მათ აერთიანებს ერთი რამ: წვის პროცესი.

* ნიკოტინი, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხო.
სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა იწვოდეს, ფოთოლი, შეშა თუ სიგარეტი, შედეგი ერთია - ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნა და მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა ეს გაითვალისწინოს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) განმარტებით, თამბაქოს წვის პროცესში 7000-ზე მეტი მავნე ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რაც მოწევის გამო ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის მთავარი მიზეზია, ამასთან, ნიკოტინი, არის ნივთიერება, რომელიც რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, იწვევს დამოკიდებულებას, შესაბამისად არ არის უსაფრთხო.

* ნიკოტინი, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხო.
აღსანიშნავია, რომ წვის პროცესი ნიკოტინის ან თამბაქოს ყველა პროდუქტში არ მიმდინარეობს. თუმცა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო (FDA) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ:
FDA-ს ანალიზის მიხედვით, რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, წვადი სიგარეტი ყველაზე საზიანო პროდუქტია, მაგრამ ნიკოტინის და თამბაქოს ის პროდუქტები, რომლებიც არ იყენებს წვას, სიგარეტთან შედარებით, პოტენციურად ნაკლები ზიანის შემცველია, თუმცა არა უსაფრთხო, რადგან შეიცავს ნიკოტინს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს.
შესაბამისად, FDA-ის ანალიზის მიხედვით, არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები და მარეგულირებელი ორგანოების შეფასებები აჩვენებს, რომ მათ შორის რისკები განსხვავდება, თუმცა თამბაქოს და ნიკოტინის არცერთი პროდუქტი არ არის უსაფრთხო,.