ავტორი:

ტრაგედია სიღნაღში - 33 წლის მამაკაცი ტრაქტორით გადაადგილებისას თხრილში ჩავარდა, მძიმე ტექნიკამ ის ქვეშ მოიყოლა და დაიღუპა

ტრაგედია სიღნაღში - 33 წლის მამაკაცი ტრაქტორით გადაადგილებისას თხრილში ჩავარდა, მძიმე ტექნიკამ ის ქვეშ მოიყოლა და დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ილიაწმინდაში მოხდა.

  • ადგილობრივების განცხადებით, რამაზ ძმანაშვილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მინდორში არსებულ თხრილში ჩავარდა, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

ძმანაშვილი ილიაწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო..

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში“, - ნათქვამია პედაგოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში