ავტორი:

ჯოჯოხეთაც ქცეული დასვენება - ბრიტანელი ქალი აცხადებს, რომ ეგვიპტეში, ექიმებს უმძიმესი დიაგნოზი შეეშალათ და შეცდომით ბრმა ნაწლავი ამოჰკვეთეს

ჯოჯოხეთაც ქცეული დასვენება - ბრიტანელი ქალი აცხადებს, რომ ეგვიპტეში, ექიმებს უმძიმესი დიაგნოზი შეეშალათ და შეცდომით ბრმა ნაწლავი ამოჰკვეთეს

29 წლის სიან ირვინგი თავის პარტნიორთან, 29 წლის ჯეკ ჯექსონთან ერთად, შარმ-ელ-შეიხში ჯეკის დაბადების დღის აღსანიშნავად, 10 დღიან ტურში გაემგზავრა, თუმცა, მოულოდნელად ორშვილიან დედას მუცლის მწვავე ტკივილი, პირღებინება და 41 გრადუსი სიცხე განუვითარდა.

დევონის საგრაფოს ქალაქ პეინტონიდან მკვიდრი სიანი ამბობს, რომ მედიკოსებმა თავიდან ექიმებმა აპენდიციტი იეჭვეს და ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ის შემდგომი მკურნალობისთვის დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა. სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ მკვეთრად იკლებდა წონაში, ექიმები კი მისი სიცოცხლის გამო შიშობდნენ.

მოგვიანებით ბრიტანელმა მედიკოსებმა მას უთხრეს, რომ აპენდიქსის ამოკვეთა საერთოდ არ იყო საჭირო და მისი ავადმყოფობა, სავარაუდოდ, საკვებით მოწამვლამ გამოიწვია. ახლა კი მას მსხვილი ნაწლავის ანთებით უწევს ცხოვრება და მრავალი ყოველდღიური პროდუქტის, მაგალითად, შოკოლადის მიღება უჭირს.

  • “ტკივილი გაუსაძლისი იყო, თითქოს შიგნეულობას მიგლეჯდნენ“

“ყველაფერი ნელა დაიწყო. თავიდან ძალიან დამცხა, შემდეგ კი მუცლის ტკივილებიც დამემატა. ტკივილი გაუსაძლისი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს შიგნეულობას ერთდროულად დანას უსვამდნენ და გლეჯდნენ. მუდმივად ვღებინებდი და პატარა ბავშვივით ვტიროდი, რადგან საშინლად მტკიოდა. სკანირება ჩამიტარეს და თქვეს, რომ ვერაფერს ხედავდნენ. თავიდან ეგონათ, რომ გაზები იყო, შემდეგ კი მითხრეს, აპენდიციტიაო. ტემპერატურა 41 გრადუსზე ნარჩუნდებოდა და ჩემს გასაგრილებლად სველ ტილოებს მაფარებდნენ,“ - იხსენებს სიან ირვინგი.

წყვილი ეგვიპტეში 2025 წლის 19 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე პერიოდში იმყოფებოდა. სიანმა შარმ-ელ-შეიხის საავადმყოფოში 4-5 დღე გაატარა, სანამ საბოლოოდ სახლში გაფრენის ნებას მისცემდნენ. მისი თქმით, ერთ მომენტში უთხრეს კიდეც, რომ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, შეიძლებოდა მომკვდარიყო.

“ოპერაციის შემდეგაც ზუსტად იგივე სიმპტომები მქონდა. იმ დროისთვის უკვე დიდი ხანი იყო, რაც ეგვიპტეში ვიმყოფებოდი და ბოლოს მითხრეს, რომ ბრიტანეთში უნდა დავბრუნებულიყავი. ვერ ვიჯერებ, რომ ბრმა ნაწლავი ამომიჭრეს. ამან მუდმივ ტკივილში დამტოვა, ჩემი მუცელი კი ახლა მძულს. თავდაჯერებულობა სრულად დავკარგე“, - ამბობს სიანი.

  • ცხოვრება, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა

დაავადებამ მკვეთრად შეცვალა მისი ყოველდღიურობა. სიანი ამბობს, რომ მისი ორგანიზმი ვეღარ იტანს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა რძის ნაწარმი და გლუტენი. იგი ებრძვის წონის სერიოზულ კლებასა და ქრონიკულ დაღლილობას.

ოპერაციიდან მას მუცელზე სამუდამო ნაწიბურიც დარჩა. მომხდარზე ფიქრისას სიანი ამბობს, რომ შვებულებამ, რომელსაც ბედნიერი მოგონებები უნდა შეექმნა, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო საავადმყოფოს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

წყარო

იხილეთ ასევე: