ავტორი:

უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქებას ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქებას ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა.

  • ლამია ალახვერდიევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია. უბედური შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ თულარში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამზარეულოში გაზმა გაჟონა და აფეთქდა, რა დროსაც გოგონამ სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლამია ალახვერდიევა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტი იყო.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტის, ლამია ალახვერდიევის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ლექტორები და სტუდენტები თანავუგრძნობთ ლამიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კურსელებს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.