Tbilisi Shopping Festival პირველად 27 ივნისს გაიმართება, ეს იქნება ახალი საზაფხულო ღონისძიება, რომელიც შოპინგს, გართობასა და მრავალფეროვან გამოცდილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს.

ფესტივალის ფარგლებში სპეციალური შეთავაზება ექნებათ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს. 27 და 28 ივნისს, თბილისი აუთლეტ ვილიჯის შერჩეულ მაღაზიებში თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუნებენ. გადახდა უნდა განხორციელდეს ფიზიკურ ობიექტში თიბისის POS ტერმინალზე.

27 ივნისს გაიმართება საჯარო შეხვედრა დათო ტურაშვილთან, გუგა კოტეტიშვილთან და ნინო დარასელთან. სტუმრები ისაუბრებენ თბილისის კულტურულ იდენტობაზე, არქიტექტურაზე და დიზაინზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქალაქის უნიკალური ხასიათი სხვადასხვა კულტურისა და სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე. 28 ივნისს სტუმრების წინაშე "თამადა“ წარდგება.
ფესტივალის განმავლობაში მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების pop-up სივრცეები, მათ შორის კონცეპტუალური მაღაზია IERI Store, Lalo Cardigans და სხვა ქართული ბრენდები, რომლებიც ფესტივალის გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიან.
სტუმრებს ასევე დახვდებათ ცოცხალი მუსიკა და საბავშვო გასართობი სივრცე, რომელიც ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, Tbilisi Shopping Festival ასევე გააერთიანებს სხვადასხვა გასტრონომიულ კონცეფციას.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 30 წუთის სავალზე მდებარეობს, 40-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის წარმოდგენილია არაერთი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ აუთლეტ ვილიჯშია ხელმისაწვდომი. სივრცე სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს 30%-დან 70%-მდე მუდმივ ფასდაკლებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს. ღია ცის ქვეშ განთავსებული გამორჩეული არქიტექტურა, კომფორტული გარემო და მრავალფეროვანი ბრენდები აუთლეტ ვილიჯს შოპინგისა და დასვენების განსაკუთრებულ დანიშნულების ადგილად აქცევს.
(R)