ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას მარატ კამბოლოვი შეასრულებს.
„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი იქნება“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ალან გაგლოევი დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა.