ავტორი:

საზაფხულო საფრთხე: რატომ ატეხეს ექიმებმა განგაში პოპულარული ფეხსაცმლის გამო?

საზაფხულო საფრთხე: რატომ ატეხეს ექიმებმა განგაში პოპულარული ფეხსაცმლის გამო?

მსუბუქი, ღია და ერთი შეხედვით სუპერკომფორტული - "ვიეტნამკები“ (ე.წ. შლოპანცები) ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ორთოპედები გვაფრთხილებენ: ამ ფეხსაცმლის მუდმივმა ტარებამ შეიძლება სერიოზულ ტკივილებამდე და ტრავმებამდე მიგიყვანოთ.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ბალტიმორელი ორთოპედი მაიკ დენიელსი რეგულარულად მკურნალობს პაციენტებს, რომლებიც მთელ ზაფხულს თხელძირიანი "ვიეტნამკებით“ ატარებენ, შემდეგ კი ქუსლების ტკივილსა და წვივის კუნთების დაჭიმულობას უჩივიან.

  • რა ემართება ფეხს, როცა "შლოპანცები“ გვაცვია?

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტიპის ფეხსაცმელს საერთოდ არ აქვს ტერფის საყრდენი. შედეგად, იმატებს ზედმეტი დატვირთვა. სიარულისას იძულებულები ვართ, თითები დავძაბოთ, რათა ფეხსაცმელი არ გაგვძვრეს.

დროთა განმავლობაში ეს დაძაბულობა აზიანებს იოგებს, მყესებსა და კუნთებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს პლანტარული ფასციიტი (ტერფის ქსოვილის ანთება), ბურსიტი და თითების დეფორმაციაც კი.

ვინაიდან ფეხი სრულიად შიშველია, იზრდება ჭრილობების, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების რისკი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა აქვს.

  • ახალი ტრენდი - ორმაგი საფრთხე

ექიმების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბოლო დროს მოდაში დაბრუნებული 'შლოპანცები“ ქუსლზე.

"ეს არის ორი რისკ-ფაქტორის იდეალური კომბინაცია: კლასიკური "შლოპანცის" არასტაბილური კონსტრუქცია და ქუსლის გამო ტერფის წინა ნაწილზე გადატანილი ზედმეტი სიმძიმე,“ - განმარტავს დენიელსი.

ასეთი ფეხსაცმელი მკვეთრად ზრდის კოჭის გადაბრუნების, ნაღრძობების და მოტეხილობების ალბათობას.

  • როგორ მოვიქცეთ? - ორთოპედის რჩევა

ექიმი არ მოგვიწოდებს, გვახსოვდეს, ისინი იდეალურია:

  • პლაჟისთვის
  • აუზზე გადასასვლელად
  • მოკლე, 5-წუთიანი გასეირნებისთვის

ხოლო იმისთვის, რომ ზაფხული ტკივილის გარეშე გაატაროთ, ხანგრძლივი სეირნობისას შეარჩიეთ სანდლები, რომლებსაც აქვთ უკანა შესაკრავი (ფიქსატორი) და ტერფის ანატომიური საყრდენი. თქვენი ფეხები ამისთვის მადლობას გადაგიხდით!