ავტორი:

ჩეხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივის - რა გახდა ამის მიზეზი?

ჩეხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივის - რა გახდა ამის მიზეზი?

ჩეხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, მან ჩეხეთის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადაწყვეტილების გამო, რომ არ შეიყვანოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ივლისში ანკარაში ნატო-ს სამიტზე გაემგზავრება.

სარჩელი, რომელიც ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, განმარტებას მოითხოვს ვის კომპეტენციაშია იმის გადაწყვეტა შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მეთაურს ნატო-ს სამიტზე დასწრება. სასამართლო ამ საკითხს ოთხშაბათს, 24 ივნისს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

პაველის თქმით, ბაბიში სამიტიდან მის "გამორიცხვას" ცდილობს და ამით "მისთვის კონსტიტუციის მიერ მინიჭებულ როლს ზღუდავს".