საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, "აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ეკონომიკისა და კულტურისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების სტილი და სტანდარტები მისმა შექმნილმა პროექტებმა სამუდამოდ შეცვალა.
თემურ უგულავას გარდაცვალებას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
"მისი ცხოვრების პიესაში ფარდის დაშვებამდე, თემურ უგულავამ დასკვნით მონოლოგად მავანს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი არა სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხია, არა მატერიალური სიმდიდრე, არამედ მორალური კაპიტალია".
იხილეთ ასევე: