ავტორი:

მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანის სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის

მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანის სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არ არის, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია ურთიერთგაგების მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იქნება“, - განაცხადა პეზეშკიანმა პაკისტანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, ირანის სარაკეტო პროგრამა ეროვნული თავდაცვისთვის აუცილებელია.

“რაკეტები რომ არ გვქონოდა, რომლებსაც ჩვენი თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, - აღნიშნა პეზეშკიანმა.

ირანის პრეიდენტმა ეს კომენტარები ისლამაბადში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც მან პაკისტანის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული განვითარების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.