ავტორი:

დონალდ ტრამპს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მთავარი როლი ექნება - გამარჯვებულს თასს ტრამპი გადასცემს

დონალდ ტრამპს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მთავარი როლი ექნება - გამარჯვებულს თასს ტრამპი გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.

  • მისი თქმით, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე "მეტლაიფის“ სტადიონზე, ფინალური მატჩის შემდეგ, ტრამპი და ინფანტინო გამარჯვებულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის თასს ერთად გადასცემენ.

"პრეზიდენტთან ერთად ვიქნებით, ვუყურებთ ფინალს და გამარჯვებულს თასს ერთად გადავცემთ“, - განაცხადა ინფანტინომ.

ტრამპის მონაწილეობა იმითაც არის გამორჩეული, რომ იგი ტურნირის არცერთ მატჩს არ დასწრებია. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ ჯულიანის თქმით, პრეზიდენტი ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებს თვალს და განსაკუთრებით დაინტერესებულია აშშ-ის ნაკრების ასპარეზობით.

2018 წელს რუსეთში და 2022 წელს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულ გუნდს თასი პირადად ჯანი ინფანტინომ გადასცა.

დონალდ ტრამპისა და ფიფას ხელმძღვანელობის ურთიერთობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

  • დეკემბერში ჯანი ინფანტინომ აშშ-ის პრეზიდენტს ფიფას მშვიდობის პრემია გადასცა, ხოლო ცოტა ხნის წინ ტრამპმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

წყარო