ავტორი:

"თუკი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს დანაშაულს, შეგვიძლია იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი" - გენერალური პროკურორი გიორგი ჩახუნაშვილზე

"თუკი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს დანაშაულს, შეგვიძლია იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი" - გენერალური პროკურორი გიორგი ჩახუნაშვილზე

"თუკი გიორგი ჩახუნაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას, მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი", - განუცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე ბრალდებულების საპროცესო შეთანხმებებზე დასმულ შეკითხვაზე.

გიორგი გვარაკიძის თქმით, ჩახუნაშვილმა არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და “ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია”.

"ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია”, - განაცხადა გვარაკიძემ.