საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, 23 ივნისს, მოსკოვის დროით 14:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში რუსეთსა და აფხაზეთში 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, ბელგოროდის ოლქში, გრაივორონში დრონის აფეთქების შედეგად ქალი დაშავდა.
23 ივნისის შუადღისას, კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 76 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
გუბერნატორის თქმით, ტიმსკის რაიონის პირველი ვიგორნოეს სოფელში 67 წლის ქალი დაიღუპა. რილსკში კი 38 წლის ქალი დაშავდა.