ავტორი:

მარიამ გაფრინდაშვილს ვაჟი შეეძინა - წყვილი მილოცვებს იღებს

მარიამ გაფრინდაშვილს ვაჟი შეეძინა - წყვილი მილოცვებს იღებს

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა. წყვილს ვაჟი შეეძინა. ახალშობილს ლუკა დაარქვეს.

ფოტოს მარიამ გაფრინდაშვილის კოლეგა და მეგობარი ნანუკა ქაჯაია ავრცელებს.

“ლუკა მიქაიას გაუმარჯოს,“ - წერს ნანუკა ქაჯაია.

ახალშობილს მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე და ლუკას მამა, ნიკო მიქაია ეხუტება.

წყვილი მეგობრებისგან და ახლობლებისგან მილოცვებს იღებს.