ავტორი:

ატრაქციონი უეცრად გაჩერდა და მგზავრები 80 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში გამოეკიდნენ - ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება

ატრაქციონი უეცრად გაჩერდა და მგზავრები  80 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში გამოეკიდნენ - ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში “Six Flags“-ის ატრაქციონზე მომხდარმა ტექნიკურმა შეფერხებამ მგზავრები პანიკაში ჩააგდო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ტირიან და ლოცულობენ 80 მეტრზე მეტ სიმაღლეზე, ჰაერში გამოკიდებული ადამიანები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში შეშინებული მგზავრები, მათ შორის ბავშვები ჩანან, რომლებიც გასართობ პარკ "Six Flags Over Georgia“-ს ატრაქციონზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლეზე გაიჭედნენ.

“აქ რატომ გავიჭედეთ, ძმაო? ეს ჩემი ბოლო დღეა Six Flags-ში. ამ საშინელებაზე მეტჯერ აღარ დავჯდები“, - ისმის ვიდეოში ერთ-ერთი მგზავრის ხმა.

“უბრალოდ, ჩვენთვის, 80 მეტრის სიმაღლეზე, ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან, ძალიან შემაძრწუნებელი იყო“, - განაცხადა მედიასთან საუბარში დევიდ ერლიმ, რომელსაც ამ მდგომარეობაში ყოფნა, დაახლოებით, 10 წუთი მოუწია.

როდესაც ატრაქციონი, რომელიც ჩვეულებრივ პარკის გარშემო ბრუნავს, გაჩერდა, ადამიანების ნაწილი პანიკაში ჩავარდა, ბავშვებმა კი ტირილი დაიწყეს.

საბოლოოდ, ატრაქციონმა მუშაობა განაახლა და მგზავრები მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვნენ.

"Six Flags Over Georgia“-ს წარმომადგენელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ გავრცელებული ვიდეო, სავარაუდოდ, 2025 წელს იყო გადაღებული და სოციალურ ქსელში მხოლოდ ახლახან აიტვირთა, თუმცა მოგვიანებით პარკმა დაადასტურა 14 ივნისს მომხდარი 10 - წუთიანი გაჩერება და მას “ტექნიკური შეფერხება“ უწოდა.

წყარო