ავტორი:

5 მარტივი ხრიკი, რითაც ქურდებს დააჯერებთ, რომ შინ ხართ - მაშინაც კი, თუ მთელი ოჯახით კურორტზე ისვენებთ

5 მარტივი ხრიკი, რითაც ქურდებს დააჯერებთ, რომ შინ ხართ - მაშინაც კი, თუ მთელი ოჯახით კურორტზე ისვენებთ

ზაფხული დადგა! სანამ თქვენ ზღვის სანაპიროზე ნებივრობთ და მზის სხივებით ტკბებით, შესაძლოა მძარცველები გააქტიურდნენ. გთავაზობთ სტატიას, როგორ მოვატყუოთ მძარცველები და დავიცვათ სახლი ისე, რომ სიმშვიდით დავტკბეთ?

  • რატომ ხდება თქვენი სახლი სამიზნე?

მძარცველები იშვიათად მოქმედებენ ქაოსურად. ისინი ეძებენ "მსხვერპლს“ მკაფიო ნიშნებით:

"სახლში არავინაა!“ - სიბნელე ფანჯრებში საღამოს საათებში.

"ჩვენ წავედით!“ - სოციალურ ქსელებში აეროპორტიდან დადებული ფოტოები მძარცველებისთვის საუკეთესო გამოწვევაა.

"აქ შესვლა ადვილია!“ - სუსტი საკეტები ან ღია ფანჯრები (განსაკუთრებით პირველ და ბოლო სართულებზე) მათ საქმეს უმარტივებს.

  • როგორ "გავაცუროთ“ მძარცველები: პრაქტიკული რჩევები

1. გადააქციეთ კარი ციხესიმაგრედ

პირველი, რასაც მძარცველი აფასებს, კარის სიმტკიცეა. თუ კარს აქვს საიმედო საკეტები და დამატებითი დამცავი მექანიზმები, მძარცველები, სავარაუდოდ, რისკს არ გაწევენ. თუ მათ კარის გასატეხად 5 წუთზე მეტი დასჭირდებათ, დიდი ალბათობით, ისინი ამ საქმეს მიატოვებენ.

2. შექმენით "შინ ყოფნის ეფექტი“ ეს ყველაზე ეფექტური და იაფი მეთოდია:

გამოიყენეთ "ჭკვიანი“ როზეტები ან ტაიმერები, რომლებიც საღამოობით ავტომატურად აანთებენ შუქს სახლში.

დატოვეთ ჩართული ელემენტის რადიო - ეს შექმნის ხმაურს, რომელიც სახლში ადამიანების ყოფნას მიანიშნებს.

3. ტექნოლოგიები თქვენს სამსახურში სიგნალიზაცია და ვიდეოთვალი:

საუკეთესო დამცველებია. მაშინაც კი, თუ ქურდი შეჭრას გაბედავს, სათვალთვალო კამერები და მოძრაობის სენსორები მას დააფრთხობს ან დააფიქსირებს მანამდე, სანამ რაიმე ღირებულს ხელს წაავლებს.

ფინალური ჩეკ-ლისტი გამგზავრებამდე:

არ დატოვოთ "მინიშნებები“: გასაღები არასდროს დატოვოთ "საიდუმლო“ ადგილებში (მაგალითად, ფეხსაცმლის საწმენდის ქვეშ).

სოცქსელები: არ გამოაქვეყნოთ ფოტოები შვებულებიდან რეალურ დროში, ვიდრე შინ არ დაბრუნდებით.

ღირებულებები: ფული და ძვირადღირებული ნივთები სახლში არ დატოვოთ - უმჯობესია ისინი საბანკო სეიფში გადაიტანოთ.

კომუნიკაციები: გადაკეტეთ წყალი და გაზი (ეს დაგიცავთ არა მხოლოდ ქურდებისგან, არამედ საყოფაცხოვრებო ავარიებისგანაც).