ავტორი:

დიდი ცემა-ტყეპა საკრუიზო გემზე - მგზავრები ერთმანეთს საბაჟო კონტროლის რიგში დაუპირისპირდნენ

დიდი ცემა-ტყეპა საკრუიზო გემზე - მგზავრები ერთმანეთს საბაჟო კონტროლის რიგში დაუპირისპირდნენ

გასულ ორშაბათს “Carnival Cruises“-ის კუთვნილი საკრუიზო ლაინერის საბაჟო კონტროლის რიგში, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც რიგში მყოფი პოტენციური დამსვენებლები ჩაერთნენ.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც გემი მაიამიდან (ფლორიდა) ბაჰამის კუნძულებისკენ უნდა გასულიყო. გავრცელებულ კადრებში ორი ქალი ჩანს, რომლებიც ერთმანეთის თმებში არიან ჩაფრენილი, ცოტა ხანში დაცვის თანამშრომლები და პოლიცია სიტუაციის განმუხტვას შეეცადა, თუმცა მგზავრებმა ერთმანეთის თმით თრევა მაინც გააგრძელეს. ვიდეოში უკანა ფონზე სხვა წყვილებიც ჩანან, რომლებიც ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ მუშტებსა და ბარგს, ხოლო დანარჩენი მგზავრები განცალკევებით დგანან და ცდილობდნენ, თავად არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.

უეცრად, ქალების ჩხუბში, მეორე მამაკაცი ჩაერთო. მან ერთ-ერთ ქალს მუშტები დაუშინა, რამაც მეორე ქალსაც იმავეს გაკეთების საშუალება მისცა. ძალადობის ამ აღმაშფოთებელმა სცენამ სხვების გაღიზიანება გამოიწვია და ჩხუბში დამატებით რამდენიმე მამაკაცი ჩაერია. ქაოსი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაცვის სამსახურმა საბოლოოდ არ მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. სასტიკი დაპირისპირება ჩაცხრა და მოჩხუბრები ერთმანეთს დააშორეს.

სამართალდამცავების თქმით, მაიამი-დეიდის ოლქში მომხდარი ინციდენტი ორ დაპირისპირებულ ოჯახს შორის დაიწყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაუკავებიათ და არც ბრალი წარუდგენიათ, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ჩხუბში ჩართულ 16 მგზავრი “Carnival Cruises“-ის შავ სიაში მოხვდა და კომპანიის კრუიზით მგზავრობა სამუდამოდ აეკრძალათ.

წყარო