ავტორი:

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენი 12 წლის მოზარდს დაესხა თავს

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენი 12 წლის მოზარდს  დაესხა თავს

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად 12 წლის ამერიკელი ბიჭი დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, - ინფორმაციას ამის შესახებ სამართალდამცველი ორგანოები ავრცელებენ.

ბაჰამის კუნძულების სამეფო პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ბავშვი, ოჯახთან ერთად, “ეგზუმას არქიპელაგში“ (Exuma Cays) ტურისტული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. სამშაბათს, დაახლოებით დღის 15:30 საათზე ის კუნძულ “სტანიელ კეის“ (Staniel Cay) მახლობლად ძმასთან ერთად ცურავდა, რა დროსაც ზვიგენი დაესხა თავს.

პოლიციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დაზიანებები მიიღო მოზარდმა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ნავით ნიუ - პროვიდენსზე, ბაჰამების ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე გადაიყვანეს, სადაც ქვეყნის დედაქალაქი ნასაუ მდებარეობს. ბიჭს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ოთხშაბათის მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ეგზუმას არქიპელაგი ცურვისა და დაივინგის მოყვარულთათვის პოპულარული ადგილს წარმოადგენს. "სტანიელ კეის" სანაპირო წყლები მარჯნის რიფებითა და ჩაძირული გემებით არის მდიდარი და უხვი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.

თავად ბაჰამის კუნძულები, რომელიც ჯამში 700-ზე მეტ კუნძულს აერთიანებს, ზვიგენების არაპროვოცირებული თავდასხმების მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.