ავტორი:

"მძიმე მრეწველობა მთვარეზე უნდა გადავიდეს...“ - ჯეფ ბეზოსის ამბიციური გეგმა

"მძიმე მრეწველობა მთვარეზე უნდა გადავიდეს...“ - ჯეფ ბეზოსის ამბიციური გეგმა

Amazon-ის დამფუძნებელი და Blue Origin-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ჯეფ ბეზოსი მიიჩნევს, რომ დედამიწიდან მძიმე მრეწველობის გადატანა გარემოს დაცვასთან ეკონომიკური ზრდის თანაარსებობის ერთადერთი სცენარია.

ბეზოსმა ეს განცხადება პარიზში, კონფერენცია VivaTech-ზე გააკეთა, რასაც LIGA.net ავრცელებს.

ბიზნესმენი თვლის, რომ კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარება შესაძლებელს გახდის, მთელი დედამიწა დიდ მწვანე პარკად გადაიქცეს, რომელიც დევანდელზე სამჯერ მეტ ადამიანს დაიტევს, მთვარე კი ამ გეგმაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

"მთვარე საჩუქარია. ის დედამიწასთან მეტად ახლოსაა, სადაც სამ ნახევარ დღეში შეგიძლიათ, მიხვიდეთ და უკანაც სამ ნახევარ დღეში დაბრუნდეთ. იქ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მიხვიდეთ და არ გჭირდებათ, პლანეტების იდეალურ განლაგებას დაელოდოთ,“ - ამბობს ბეზოსი.

ის განმარტავს, რომ მთვარის ზედაპირიდან კოსმოსში მასალის გაშვებას კილოგრამზე 28-ჯერ ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე დედამიწიდან გასაშვებად არის საჭირო. მაგალითად, მთვარიდან ორბიტაზე თხევადი ჟანგბადის მოპოვება და მიწოდება მნიშვნელოვნად უფრო ადვილი და იაფია... გააგრძელეთ კითხვა