განწირული ყვირილი, ტირილი, იატაკზე გაწოლა, ისტერიკები და გარშემომყოფების კრიტიკული მზერა - ეს სურათია 3 წლამდე ბავშვების მშობლებისთვის ზედმიწევნით ნაცნობია. ასეთ დროს უფროსები ხშირად იბნევიან, თუმცა ფსიქოლოგების პრაქტიკული რეკომენდაციები დაგეხმარებათ, სიტუაციას სიმშვიდითა და ეფექტურად გაუმკლავდეთ.
გთავაზობთ 10 ოქროს წესს ბავშვის მძაფრი ემოციებისა და ისტერიკის სამართავად:
პატარები ხშირად ვარდებიან მრისხანებაში, როდესაც რაიმე არ გამოსდით: კოშკი დაენგრათ, სათამაშო გაუტყდათ ან ქვიშის სასახლე წყალმა წაიღო. ბავშვი ყრის ნივთებს, ყვირის და იქნევს ხელებს.
ნუ შეგეშინდებათ ამ რეაქციის — როცა უფროსებს რაღაც არ გამოგვდის, ჩვენც ვბრაზდებით. ბავშვმა უბრალოდ ჯერ არ იცის, როგორ მართოს ეს ბრაზი. აჩვენეთ თქვენი ტონითა და ქცევით, რომ კატასტროფა არ მომხდარა.
პრაქტიკული ხერხი: შეგიძლიათ სასურველი რეაქციის მოდელირება გააკეთოთ. ბავშვის გვერდით ააწყვეთ სათამაშო, სპეციალურად დაშალეთ და ხმამაღლა თქვით: "უი, როგორ ჩამოინგრა, რამდენი ვაშენე. არა უშავს, თავიდან ავაშენოთ". ბავშვი დაინახავს, რომ წყენა და მისი გამოხატვა ტირილის გარეშეც შეიძლება.
ბრაზის შემოტევა ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა ბავშვის სურვილები რეალობას არ ემთხვევა. ეცადეთ, სიტუაცია წინასწარ აღწეროთ, რათა ისტერიკის შანსი მინიმუმამდე დაიყვანოთ:
სტუმრად წასვლამდე: „საღამოს სასრიალოებზე წავალთ, მაგრამ მანამდე ცოტა უნდა დაიძინო“.ტელევიზორის გამორთვამდე: „მულტფილმი მალე დამთავრდება“.მაღაზიაში შესვლამდე: „დღეს მხოლოდ ერთი სათამაშოს (ან ტკბილეულის) ყიდვა შეგვიძლია, შენ თვითონ აირჩიე, რომელი იქნება“.
საზოგადოებრივ ადგილებში ისტერიკა საუკეთესოდ მუშაობს, რადგან მშობლები სირცხვილის გამო მზად არიან, ბავშვს ყველაფერზე დაეთანხმონ. პატარები ამ სუსტ წერტილს მალევე სწავლობენ.
თუ ბავშვს წინასწარ გააფრთხილეთ, რომ რაღაცას არ უყიდდით და მან მაინც ტირილი დაიწყო, ჯერ აგრძნობინეთ, რომ გესმით მისი: „ვიცი, რომ გწყინს, მაგრამ დღეს ამას ვერ ვიყიდით“, შემდეგ კი მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმე. როგორც კი წამიერად გაჩუმდება ჰაერის ჩასასუნთქად, მაშინვე ჩაერთეთ: „ყოჩაღ! წამო ახლა იოგურტი ავარჩიოთ“.
წესები ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ისინი ცხოვრებას პროგნოზირებადს ხდიან და დამამშვიდებლად მოქმედებენ. გააგრძელეთ კითხვა
მთავარი პრინციპია: წესები არ უნდა იყოს ბევრი, მაგრამ ისინი უნდა იყოს ურყევი. თუ ბავშვმა იცის, რომ სადილამდე ტკბილეულს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს (მაშინაც კი, როცა სტუმრად ბებიაა), ის მალევე მიხვდება, რომ ამის მოთხოვნას აზრი არ აქვს. მოხსენით შეზღუდვები იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ სადაც აკრძალვაა — მტკიცედ იდექით.