ოქროს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმზეა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. ცნობისთვის, „საქსტატზე“ მონაცემები 2014 წლიდან არის ხელმისაწვდომი.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 72.056 მლნ დოლარის ღირებულების (ჯამში 0.6 ტონა) დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
მხოლოდ ერთი წლის ჭრილში ოქროს ადგილობრივი ექსპორტი 52.9%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2025 წლის ხუთ თვეში ექსპორტირებულია 47.129 მლნ დოლარის ღირებულების 1 ტონა ოქრო.
ქართული ოქროს მთავარი სავაჭრო ბაზარი შვეიცარიაა. გააგრძელეთ კითხვა