ავტორი:

5 ქალაქი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - რომელი ლიდერობს თბილისის შემდეგ?

5 ქალაქი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - რომელი ლიდერობს თბილისის შემდეგ?

2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 5.8%-ით (215 777 კაცი) მეტია, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5%), ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 474 137 კაცი (37.5%).

"საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა - ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა”, - ვკითხულობთ "საქსტატის“ ანგარიშში.

20 ქალაქი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

"ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დაინტერესდა იმ ქალაქებით, სადაც ბოლო აღწერის მიხედვით ყველაზე მეტი მოსახლეა. მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქი თბილისია. 2024 წლის მდგომარეობით, დედაქალაქში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 331 485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის მონაცემებს 20.1%-ით (222 768 კაცი) აღემატება.

მოსახლეობის რაოდენობით მიხედვით ქალაქებს შორის თბილისის შემდეგ ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და გორი ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 2024 წლის მდგომარეობით, მოსახლეთა რიცხოვნობით საქართველოს 20 ყველაზე დიდ ქალაქს:

თბილისი - 1 331 485 კაცი;..განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: