ავტორი:

"მატადორი" კვლავ ფორმაშია - რა ინფორმაციას ავრცელებს მწვრთნელი ილია თოფურიას მძიმე ბრძოლის შემდეგ?

"მატადორი" კვლავ ფორმაშია - რა ინფორმაციას ავრცელებს მწვრთნელი ილია თოფურიას მძიმე ბრძოლის შემდეგ?

ჯასტინ გეიჯისთან დაპირისპირების შემდეგ, რომელმაც ილია თოფურიას კარიერაში პირველი მარცხი მოუტანა, ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიისა და გულშემატკივრების მთავარი საზრუნავი იყო. შეხვედრა ილიასთვის ფიზიკურად განსაკუთრებით მძიმე გამოდგა: სახის მრავლობითმა დაზიანებებმა და ორბიტალური ძვლების მოტეხილობამ რინგზე მხედველობის პრობლემებიც კი გამოიწვია.

  • თუმცა, ამ დროისთვის სიტუაცია გაცილებით ოპტიმისტურად გამოიყურება. ილიას ფიზიკური მწვრთნელის, ხესუს გალიოს განცხადებით, მებრძოლის გამოჯანმრთელების ტემპი მოულოდნელად სწრაფია.

მწვრთნელი აღნიშნავს, რომ სპორტსმენი თითქმის ისე გამოიყურება ისე, როგორც ბრძოლამდე და სახის შეშუპებაც თითქმის გამქრალია, რაც თავდაპირველად საკმაოდ საგანგაშო ჩანდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ექიმების გადაწყვეტილებით, ილიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. რა თქმა უნდა, ორბიტალური ძვლების სრულ შეხორცებას დრო სჭირდება, რაც დაახლოებით 4-დან 8 კვირამდე პერიოდს მოიცავს. ამას ემატება 180-დღიანი სამედიცინო პაუზაც, რაც ნიშნავს, რომ ოქტაგონზე თოფურიას დაბრუნება, სავარაუდოდ, 2027 წლის დასაწყისისთვის იქნება შესაძლებელი.

ბრძოლის შემდეგ სპორტულ სამყაროში მწვავე დისკუსია დაიწყო იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს მარცხი ილიას ფსიქოლოგიაზე. პედი პიმბლეტი და თავად ჯასტინ გეიჯიც მიანიშნებენ, რომ ასეთი მძიმე დამარცხების შემდეგ მებრძოლი შესაძლოა ფსიქოლოგიურად „აღარ იყოს იგივე“. თუმცა, ოპტიმისტურად განწყობილი ექსპერტები, მათ შორის ჯო როგანი, მიიჩნევენ, რომ მსგავსი გამოცდილება ჩემპიონს მხოლოდ გააძლიერებს და კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას შესძენს.

ახლა ილიასთვის მთავარი პრიორიტეტი სრული რეაბილიტაციაა. დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ის ისეთივე შემართებით დაბრუნებას, როგორითაც აქამდე ყველას აოცებდა.

წაიკითხეთ ასევე: