ხალებისა და კანის სხვა წარმონაქმნების პროფილაქტიკური თუ სამკურნალო მოცილება ყოველთვის მარტივი პროცესი არ არის. ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევას ექიმები ხშირად სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან წარმონაქმნის სრულად ამოსაკვეთად მის ირგვლივ ჯანმრთელი ქსოვილის ნაწილის მოცილებაც ხდება საჭირო. ეს პროცესი განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ხალი ან მეჭეჭი სახეზე, თვალებთან ან ცხვირთან ახლოს მდებარეობს.
სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად, ქართველმა ქიმიკოსმა ა. ქარჩაულმა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ შექმნა ინოვაციური პრეპარატი, რომელიც დღეს „ქარჩაულის სითხის“ სახელწოდებითაა ცნობილი. სითხე წლების განმავლობაში ხალებისა და მეჭეჭების მარტივად, უსაფრთხოდ და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მოცილების საშუალებას იძლეოდა და დღეს ძალიან პოპულარულია.

პრეპარატის შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი
„ქარჩაულის სითხე“ არაორგანული ნაერთების ორიგინალურ ნარევს წარმოადგენს. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერებებია:
პრეპარატის ეფექტიანობა დაზიანებულ ქსოვილებზე მის შერჩევით ზემოქმედებას ეფუძნება. მედიცინაში ამ პროცესს ასეპტიკური ნეკროზი ეწოდება, რაც უჯრედებისა და ქსოვილების შეუქცევად განადგურებას მიკრობული ინფექციის გარეშე გულისხმობს.
უშუალოდ მოქმედების პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
დარბილება: რძემჟავა არბილებს კანის გარქოვანებულ, ზედაპირულ ფენას.
შეღწევა: მჟავები შეუფერხებლად აღწევს წარმონაქმნის სიღრმეში.
დაკავშირება: სპილენძის მარილები მიზნობრივად ურთიერთქმედებს და უკავშირდება პათოლოგიურ უჯრედებს.
განადგურება: აზოტმჟავა იწვევს დაზიანებული უჯრედების დაშლასა და საბოლოო განადგურებას, ანუ ქსოვილის კოაგულაციასა და ნეკროზს.
პრეპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პათოლოგიური უჯრედები მას ბევრად უფრო ინტენსიურად შთანთქავენ, ვიდრე ჯანმრთელი ქსოვილები. ამის წყალობით, ქარჩაულის სითხე ძირითადად დაზიანებულ უბანს ანადგურებს და მინიმალურად ეხება საღ კანს.

კლინიკური გამოცდილება
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ეს პრეპარატი1982 წლიდან გამოიყენებოდა. მისი გამოყენების ჩვენებები მოიცავდა: კანის კეთილთვისებიან წარმონაქმნებს და წინასიმსივნურ დაავადებებს;
ქირურგიული ჩარევა ყოველთვის არ არის ოპტიმალური გამოსავალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა ნაკლებად ტრავმული მიდგომა. „ქარჩაულის სითხე“ წარმოადგენს ეფექტიან კონსერვატიულ ალტერნატივას, რადგან: მისი გარეგანი გამოყენება მარტივია და მცირე დროს მოითხოვს, გააჩნია გამოხატული ანტისეპტიკური და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, შესაძლოა გამოყენებულ იქნას რთულად მისადგომ უბნებზეც, სპეციალისტის მეთვალყურეობით.
მიუხედავად პრეპარატის ეფექტიანობისა და ნაკლებად ტრავმული ბუნებისა, კანის წარმონაქმნების თვითმკურნალობა დაუშვებელია. მკურნალობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და ნებისმიერი პროცედურა უნდა ჩატარდეს ექიმის - ონკოლოგის, ონკოდერმატოლოგის ან დერმატოლოგის მეთვალყურეობით.

სანამ ნებისმიერი ხალის ან კანის წარმონაქმნის მოცილება მოხდება, აუცილებელია დერმატოლოგის ან ონკოდერმატოლოგის კონსულტაცია. ზოგიერთი წარმონაქმნი შეიძლება ავთვისებიანი პროცესის საწყისი გამოვლინება იყოს და მისი თვითნებური მოცილება დიაგნოსტიკას გაართულებს, შესაბამისად სანამ დაიწყება მკურნალობა ქარჩაულის სითხის, აუციბლად ხდება წანაზარდის დათვალერება და საჭიროების შმეთხვევაში მისი ციტოლოგიური გამოკვლევა.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული:
დამატებითი ინფორმაცია
Facebook: https://www.facebook.com/KarchauliLiquid/
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №8
ტელეფონი: 595 48 91 99
R