2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ჯამში, 1 366 353 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც თბილისზე 699 088 დარღვევა მოდის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.
მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი სამართალდარღვევა სიჩქარის გადაჭარბების გამო დაფიქსირდა.
კერძოდ, 2026 წლის 1-ელ 3 თვეში საქართველოში სიჩქარის გადაჭარბების ჯამში, 530 858 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, 522 414 შემთხვევაში დაფიქსირდა მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ-სთ-სა; ხოლო 8 444 დარღვევის შემთხვევაში კი გამოვლინდა სიჩქარის დადგენილი ნორმის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება.
ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება.
უფრო კონკრეტულად, კოდექსის 125-ე მუხლის ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით.
პარლამენტის მიერ მიღებული ახალი ცვლილებით კი, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად შემდეგი სახით განისაზღვრება: 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობა 50 ლარი იქნება; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ-სთ - 522 414 შემთხვევა;
2. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 296 286 შემთხვევა; გააგრძელეთ კითხვა