ავტორი:

"ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას და ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას - ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა" - ირაკლი კობახიძე

"ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას და ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას - ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა" - ირაკლი კობახიძე

ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას და ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას. ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რითაც, ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

როგორც პრემიერმა განმარტა, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა. ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას და ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას. ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან. აქედან გამომდინარე, მომავალში ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა“,- განაცხადა პრემიერმა.