რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხალხები ადრე თუ გვიან ერთად იქნებიან, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, „რუსეთი და ბელარუსი საერთო სამშობლოა“.
"ჩვენი ბრალი არ არის, რომ აქ ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. თუმცა ეს მეგობრული, ძმური სახელმწიფოებია და ვფიქრობ, არ არსებობს ძალა, რომელსაც ამ ერთიანობის დაშლა შეუძლია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.