ბრიტანელ TikTok-ერსა და ინფლუენსერს, რომელსაც დუბაიში მამაკაცის მკვლელობაში ედება ბრალი, შესაძლოა, დახვრეტა მიესაჯოს.


“Daily Mail“ -ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 26 წლის უილიამ ტრიბია, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

გარდაცვლილის ოჯახი მომხდარით შოკირებულია. უილიამ ტრიბის დამ, ესთერმა, სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვები დაწერა - "ის მხოლოდ ჩემი ძმა კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“. დედამ, კერენმა კი აღნიშნა, რომ უილიამის მკვლელობით მათი ცხოვრება განადგურდა.


ბრუკის ოჯახი და ახლობლები ჰყვებიან, რომ გოგონამ უილიამი მაისში, დუბაიში ყოფნისას, Facebook-ის საშუალებით გაიცნო. მამაკაცი თავიდან ძალიან თავაზიანი ჩანდა და გოგონას ქალაქის ფონზე პროფესიონალური ფოტოსესიაც კი მოუწყო.
თუმცა, ივნისში დუბაიში დაბრუნების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ბრუკმა აღმოაჩინა, რომ კაცმა მას ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით უყიდა, როდესაც გოგონამ დიდ ბრიტანეთში დაბრუნება მოითხოვა კაცმა მას პასპორტი წაართვა და ფიზიკურად გაუსწორდა.
კონფლიქტი “Jumeirah Village“ -ში მდებარე ბარიდან წამოსვლის შემდეგ, მანქანაში დაიწყო, შემდეგ კი ტრიბის ბინაში გაგრძელდა.

რადა სტერლინგის თქმით, ეს შემთხვევა იმ საგანგაშო ტენდენციას ასახავს, როდესაც ახალგაზრდა ბრიტანელ ქალებს დუბაიში რომანტიკისა და ფუფუნების დაპირებებით იტყუებენ, შემდეგ კი მათ ექსპლუატაციას (მათ შორის, სექსუალურს) ახდენენ.
ბრუკის დედა დარწმუნებულა, რომ გოგონა უბრალოდ გადარჩენას და სახლში გაქცევას ცდილობდა.

უფლებადამცველები მოუწოდებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას, გამოიკვლიონ გარდაცვლილი მამაკაცის ყველა ციფრული მოწყობილობა, რათა დადგინდეს, ხომ არ ყოფილან სხვა ქალებიც ასევე მისი მსხვერპლი. ასევე, ითხოვენ ბრუკის გირაოთი გათავისუფლებასაც, რადგან უამრავმა მოწმემ დაადასტურა, რომ მომხდარის შემდეგ გოგონას სხეულზე ძალადობის აშკარა კვალი აღენიშნებოდა.