რეჟისორ საიმონ ვუდსის ახალ ფილმში "The Worst“ ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი შეასრულებს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა "OK" წერს. ფილმის გადაღება საფრანგეთში უკვე დაიწყო.
"სულ 12 მსახიობია ფილმში. ყველა ერთმანეთზე უკეთესია — პროფესიონალები, მოწესრიგებულები, ნიჭიერები და ძალიან კეთილგანწყობილები. ახლა ვმოგზაურობ საიმონ ვუდსის ჯადოსნურ სამყაროში,“ — ამბობს მსახიობი.