ავტორი:

ბებიამ საკუთარი შვილი და 4 შვილიშვილი მოწამლა და შემდეგ ყველა მოკლა - რა წერილი დატოვა დამნაშავემ: შემზარავი ტრაგედია ნიუ-იორკში

ბებიამ საკუთარი შვილი და 4 შვილიშვილი მოწამლა და შემდეგ ყველა მოკლა - რა წერილი დატოვა დამნაშავემ: შემზარავი ტრაგედია ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის შტატში მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო. პოლიციის ინფორმაციით, ბებიამ, რომელიც შვილთან და ოთხ შვილიშვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს, სავარაუდოდ, ყველა მათგანი მოწამლა.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ბავშვების მამის, ბრედი ჰარმონის მიერ მოპოვებული მეურვეობის უფლება. წყაროების ცნობით, ემი სტედმენს (ბებიას) აგრესია დაუგროვდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მამას ბავშვებთან ორი თვის გატარების უფლება მისცა - ვიზიტი მომავალ ოთხშაბათს უნდა დაწყებულიყო.

მკვლელობაში ბრალდებული ბებია შვილიშვილებთან ერთად

პოლიციის უფროსის, ბილ რაბიტის განცხადებით, ბინაში ნაპოვნი ხელნაწერი წერილი „მკაფიოდ მიუთითებს“ ემი სტედმენის მონაწილეობაზე ამ საზარელ საქმეში. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე უამრავი რეცეპტული და ურეცეპტო მედიკამენტი, ასევე შპრიცები აღმოაჩინეს.

  • გამოძიების თანახმად, ერთ-ერთ ბავშვს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, დანარჩენები კი, სავარაუდოდ, წამლების ინექციით არიან მოკლულები.

მოკლული დედა და შვილები

ცხედრები სამშაბათს საღამოს აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც შეშფოთებულმა მეზობელმა, რომელსაც ემი სტედმენი რამდენიმე დღე არ ენახა, პოლიციას მიმართა. ცხედრები იმდენად იყო გახრწნილი, რომ პოლიციამ მათი იდენტიფიცირება მაშინვე ვერ შეძლო. სავარაუდოდ, ოჯახის წევრები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დახოცილები.

გარდაცვლილები არიან: 44 წლის სარა მაიერსი და მისი ოთხი შვილი - 13 წლის ჰარპერი, 11 წლის ჰადსონი და 10 წლის ტყუპები, გევინი და გრეისლინი.

ბავშვების მამას, რომელსაც შვილები 2019 წლის შემდეგ არ ენახა, პოლიციამ საზარელი ამბავი მაშინ აცნობა, როდესაც ის იუტაში მათ ჩასაყვანად ემზადებოდა.

„იმედი მქონდა, რომ შვილებს ვნახავდი, ახლა კი მათ ვეღარასდროს ვნახავ“, - აცხადებს დამწუხრებული მამა. მას სურს შვილები იუტაში დაკრძალოს, დედისგან რაც შეიძლება შორს.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, თუმცა პოლიცია დარწმუნებულია, რომ საქმეში გარეშე პირი არ ფიგურირებს.

წყარო