ბიზნესმენ თემურ უგულავას ცხედარი საქართველოში ამერიკიდან გვიან ღამით ჩამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი აშშ-ში გარდაიცვალა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი 56 წლის ასაკში 22 ივნისს გარდაიცვალა. მისი წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ეკონომიკისა და კულტურისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების სტილი და სტანდარტები მის მიერ შექმნილმა მასშტაბურმა პროექტებმა სამუდამოდ შეცვალა.
წაიკითხეთ ასევე: