ავტორი:

აშშ განიხილავს მიგრანტი ბავშვების გაძევებას, რომლებიც ქვეყანაში თანმხლები პირის გარეშე იმყოფებიან - რა დეტალებია ცნობილი

აშშ განიხილავს მიგრანტი ბავშვების გაძევებას, რომლებიც ქვეყანაში თანმხლები პირის გარეშე იმყოფებიან - რა დეტალებია ცნობილი

აშშ-ის დემოკრატი სენატორის, რონ უაიდენის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ გამოავლინა 500-ზე მეტი მიგრანტი ბავშვი, რომლებიც ქვეყანაში თანმხლები პირის გარეშე იმყოფებიან. სენატი მათ გაძევება/დეპორტაციას განიხილავს.

  • უაიდენის თქმით, აღნიშნული არასრულწლოვნები აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან და ქვეყნის სამხრეთ საზღვრის გავლით, ოჯახის გარეშე ჩავიდნენ.

სენატორის განცხადებით, ეს პროცესი ადმინისტრაციის მხრიდან მიგრანტი ბავშვების მიმართ პოლიტიკის გამკაცრების კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს.

ამჟამად აღნიშნული არასრულწლოვნები დროებით განთავსებულნი არიან სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში და ელოდებიან სპონსორებთან ან ოჯახის წევრებთან გადაყვანას.

უაიდენმა HHS-ის ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა და მოითხოვა ნებისმიერი შემოწმების ან შესაძლო დეპორტაციის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება. მისი შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ბავშვებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვების მიზანში ამოღება არ იგეგმება. უწყების განმარტებით, მიმდინარეობს მათი მშობლების ან კანონიერი მეურვეების იდენტიფიცირება. მთავარი პრიორიტეტი კი მათი უსაფრთხო გარემოში განთავსებაა.

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ათასობით თანმხლების გარეშე მყოფი მიგრანტი ბავშვი იმყოფება, რომელთა ნაწილი უკვე ხანგრძლივად სახელმწიფო ზრუნვის სისტემაშია.

წყარო