ავტორი:

ზაფხულის მოგზაურობა იწყება - COSMOSIM-ის Stay On ფუნქცია კი ზრუნავს, რომ კავშირი არასდროს დაკარგო

ზაფხულის მოგზაურობა იწყება - COSMOSIM-ის Stay On ფუნქცია კი ზრუნავს, რომ კავშირი არასდროს დაკარგო

ზაფხული ის დროა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ველოდებით. დრო, როცა ვგეგმავთ დასვენებას, ვჯავშნით ბილეთებს, ვირჩევთ ახალ მიმართულებებს და წარმოვიდგენთ იმ მომენტებს, რომლებიც მალე მოგზაურობის ყველაზე ლამაზ მოგონებებად იქცევა. ზოგისთვის ზაფხული საბერძნეთის სანაპიროებს ნიშნავს, ზოგისთვის - ევროპული ქალაქების აღმოჩენას, ზოგისთვის კი უბრალოდ რამდენიმე დღით ყოველდღიური რუტინისგან გაქცევას.

თუმცა, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს მოგზაურობის მიზანი, ერთი რამ ყველას აერთიანებს - დღეს მოგზაურობა eSIM ინტერნეტის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად COSMOSIM მომხმარებლებს სთავაზობს ახალ ფუნქციას - Stay On, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობისას ინტერნეტის მოულოდნელად გათიშვა პრობლემად აღარ იქცეს.

რა არის Stay On და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს შენი მოგზაურობის ყველაზე სასარგებლო ფუნქცია?

ალბათ ყველას გამოუცდია მსგავსი სიტუაცია: ხარ უცხო ქალაქში, იყენებ რუკას, ეძებ სასტუმროს, ელოდები ტაქსს ან ესაუბრები ოჯახის წევრებს და სწორედ ამ დროს გითავდება ინტერნეტი.

საზღვარგარეთ ყოფნისას ასეთი შემთხვევა გაცილებით მეტ დისკომფორტს ქმნის, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ინტერნეტის გათიშვა ნიშნავს დაკარგულ ნავიგაციას, შეწყვეტილ ვიდეოზარს, გაუგზავნელ შეტყობინებას ან უბრალოდ გაურკვევლობას მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება კავშირი.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Stay On.

COSMOSIM-ის აპლიკაციაში პაკეტის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს Stay On ფუნქცია. შედეგად, თუ ძირითადი პაკეტი ამოიწურება, სამოგზაურო ინტერნეტი ავტომატურად არ გაითიშება. პირიქით - მომხმარებელი დამატებით 2 საათის განმავლობაში აგრძელებს ინტერნეტი საზღვარგარეთ სარგებლობას.

ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია მშვიდად დაასრულო დაწყებული საქმე, მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე, არ გაგეთიშოს მნიშვნელოვანი ზარი ან უბრალოდ შეიძინო ახალი პაკეტი ისე, რომ კავშირი საერთოდ არ დაკარგო.

რატომ ირჩევენ მოგზაურები eSIM ტექნოლოგიას?

ბოლო წლებში მოგზაურობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ eSIM ტექნოლოგია იქცა.

ფიზიკური SIM ბარათის ყიდვისა და გამოცვლის ნაცვლად, მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ აპლიკაციიდან გაიაქტიუროს სასურველი პაკეტი და რამდენიმე წუთში მიიღოს ინტერნეტი. სწორედ ამ სიმარტივემ აქცია eSIM ინტერნეტი მოგზაურების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად.

განსაკუთრებით მაშინ, როცა მოგზაურობა რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, eSIM ტექნოლოგია გაცილებით უფრო კომფორტულ გამოცდილებას ქმნის.

NS