ავტორი:

პუტინის შექმნილი ევრაზიის განვითარების ბანკი (EDB) 2031 წლამდე საქმიანობის 11 ქვეყანაში გაფართოებას გეგმავს: სიაში საქართველოცაა - რუსული მედია

პუტინის შექმნილი ევრაზიის განვითარების ბანკი (EDB) 2031 წლამდე საქმიანობის 11 ქვეყანაში გაფართოებას გეგმავს: სიაში საქართველოცაა - რუსული მედია

რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების ინიციატივით შექმნილი ევრაზიის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგია 2031 წლამდე თავისი გეოგრაფიის 11 ქვეყნამდე გაფართოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ევრაზიის განვითარების ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლაი პოდგუზოვმა, ბანკის ყოველწლიური კრებისა და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, ჟურნალისტებს განუცხადა - წერს რუსული TASS-ი.

„ბანკის საბჭომ გეოგრაფიული ყოფნის პოტენციური გაფართოება დაამტკიცა და 11 ქვეყნამდე გაზარდა. მათ შორის არის რეგიონის ისეთი ქვეყნები, როგორიც მონღოლეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და თურქმენეთი; ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ბაჰრეინი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი და ემირატები… ჩვენ გვსურს, სრულფასოვანი რეგიონული განვითარების ბანკი გავხდეთ,“ - ამბობს პოდგუზოვი. გააგრძელეთ კითხვა