საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.
კერძოდ, "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7% და 15.5%.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების ტოპ-7 მიზეზის მიხედვით, ასეთია: