ავტორი:

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაგლიჯა - "დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო"

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაგლიჯა - "დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო"

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაგლიჯა. შემთხვევა მეოთხე მიკრორაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალს ოპერაცია ჩაუტარდა.

"დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო... ან სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი რომ გენახა მოკვდა თუ მორჩა ადამიანი" - მიმართავს დაშავებულის ახლობელი სოციალურ ქსელში ძაღლის მეპატრონეს.

ცნობისთვის, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი.

კანონის თანახმად, ცხოველის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე - 150 ლარი.

ცხოველთან ერთად მგზავრობის წესის დარღვევა - 150 ლარი, აკრძალულ სივრცეში შეყვანა - 50 ლარი.