ავტორი:

ირანი აშშ-ს ემუქრება - "თუ აგრესია განმეორდება, პასუხი უფრო მასშტაბური იქნება"

ირანი აშშ-ს ემუქრება - "თუ აგრესია განმეორდება, პასუხი უფრო მასშტაბური იქნება"

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

  • ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებზე იერიშების შემდეგ, რეგიონში ამერიკელი სამხედროების პოზიციებს დაარტყეს.„თუ აგრესია განმეორდება, ჩვენი პასუხი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

ასევე, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ირანს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე კონტროლის უფლება აქვს.

„თუმცა, აშშ-მა სხვადასხვა ფრონტის პროვოცირებით ამ ვალდებულების დარღვევა სცადა, რასაც საჭირო პასუხი გაეცა და მომავალშიც გაეცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში.