ავტორი:

"ქაოსი მაღაზიებში" - ევროპაში რეკორდულმა სიცხემ კონდიციონერებზე მასობრივი აჟიოტაჟი გამოიწვია

"ქაოსი მაღაზიებში" - ევროპაში რეკორდულმა სიცხემ კონდიციონერებზე მასობრივი აჟიოტაჟი გამოიწვია

ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღამ კრიზისი გამოიწვია – საფრანგეთის მაღაზიებში კონდიციონერების შეძენას აჟიოტაჟი მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, ქალაქ შამბრე-ლე-ტურში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან ათობით ადამიანი რიგში დილიდან იდგა, კარების გახსნისთანავე მყიდველები შიგნით შევარდნენ და სწრაფად ცდილობდნენ გამაგრილებელი მოწყობილობების შეძენას.

  • სიცხის ტალღამ დასავლეთ ევროპა მოიცვა და რამდენიმე ქვეყანაში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთსა და ესპანეთში.

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ბოლო დღეებში სიცხესთან დაკავშირებული შემთხვევების გამო ათობით ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის 3 წლის ბავშვი.

ექსტრემალურმა სიცხემ ჯანდაცვის სისტემაზეც დიდი ზეწოლა მოახდინა. პარიზში საავადმყოფოები გადატვირთულია, რის გამოც ხელისუფლებამ დროებითი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის – ალკოჰოლის გაყიდვასა და მოხმარებაზე გარკვეულ საათებში.

შეზღუდვები მიზნად ისახავს სიცხესთან დაკავშირებული საგანგებო შემთხვევების შემცირებას. ამავე დროს, ქვეყანაში დაიხურა სკოლების ნაწილი, შეიზღუდა ტურისტული ობიექტების მუშაობა და დაფიქსირდა პირუტყვის სიკვდილის შემთხვევებიც.

ესპანეთში კი, ადგილობრივი მონაცემებით, სიცხის ტალღას უკვე ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ევროპის მასშტაბით მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება და ხელისუფლებები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: