ავტორი:

"ჯონ ბოლტონმა, აშშ-ის სულელმა ყოფილმა წარმომადგენელმა, დანაშაული აღიარა... საშინელი ადამიანია" - ტრამპი

"ჯონ ბოლტონმა, აშშ-ის სულელმა ყოფილმა წარმომადგენელმა, დანაშაული აღიარა... საშინელი ადამიანია" - ტრამპი

ჯონ ბოლტონი საშინელი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ომების დაწყება სურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

  • დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ საიდუმლო ინფორმაციის შენახვის საქმეზე დანაშაულის აღიარებას გამოეხმაურა.

„ჯონ ბოლტონმა, ამერიკის შეერთებული შტატების სულელმა, გაუწონასწორებელმა და არაკვალიფიციურმა ყოფილმა წარმომადგენელმა, დანაშაული აღიარა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ჯონ ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისთვის გასულ წელს 18 ბრალდება წაუყენეს. პარასკევს ბოლტონმა დანაშაული აღიარა.

ჯონ ბოლტონისთვის განაჩენის გამოტანა 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ბოლტონს 2.25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.