უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
წყალდიდობამ დააზარალა მოსახლეობის ნაწილი, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.
"სენაკში, წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემურ ადგილებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები.
სენაკის მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.
პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები”, - აღნიშნავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.