ავტორი:

"17 წლის გოგონას შიშველი ცხედარი ჩემოდანში იპოვეს" - უმძიმესი დანაშაული ტაილანდში: დაკავებულია ავსტრალიელი ტურისტი

"17 წლის გოგონას შიშველი ცხედარი ჩემოდანში იპოვეს" - უმძიმესი დანაშაული ტაილანდში: დაკავებულია ავსტრალიელი ტურისტი

ტაილანდში, ქალაქ პატაიაში, სარკინიგზო ლიანდაგებთან ნაპოვნი სამგზავრო ჩემოდნიდან 17 წლის ტუნჩანოკ დონჰომლას ცხედარი ამოიყვანეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი 45 წლის ავსტრალიელი ტურისტი, საიმონ კარმანი, ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ქვეყნიდან გაფრენას ცდილობდა.

  • გამოძიების ინფორმაციით, კარმანმა არასრულწლოვანი გოგონა ხუთშაბათს გამთენიისას, პატაიას ერთ-ერთი ქუჩიდან წაიყვანა. სასტუმროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ისინი ერთად, ხელჩაკიდებულები შედიან ნომერში, რომელიც ავსტრალიელის სახელზე იყო დარეგისტრირებული.

მოგვიანებით, ვიდეომასალამ დააფიქსირა, თუ როგორ ტოვებს კარმანი სასტუმროს მარტო, შავი ჩემოდნით, რომელიც მოტოციკლზე ჰქონდა დამაგრებული. ვიდეოზე ჩანს მისი გადაადგილება რკინიგზის ლიანდაგების მიმართულებით, საიდანაც იგი 9 წუთში უკვე ჩემოდნის გარეშე ბრუნდება. პოლიციამ გოგონას შიშველი ცხედარი სწორედ ამ ჩემოდანში, სასტუმროდან 10 წუთის სავალზე იპოვა.

სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ბრძოლის კვალი და სისხლის ლაქები აღმოაჩინეს. კამერების მიხედვით, ოთახში სხვა არავინ შესულა. გარდა ამისა, დაკავებისას თავად ეჭვმიტანილს კისერსა და მკლავებზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ანეკ სარათონგიუს განცხადებით, მტკიცებულებები ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საკმაოდ მყარია. მიუხედავად იმისა, რომ კარმანი მკვლელობის ბრალდებას უარყოფს, მას უკვე წარედგინა ბრალი.

პოლიცია აგრძელებს საქმის გამოძიებას მოტივისა და სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად. ტაილანდის კანონმდებლობით, მკვლელობა უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

წყარო