ავტორი:

თბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - რა დეტალებია ცნობილი

თბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - რა დეტალებია ცნობილი

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სამართალდამცველები.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი თავისით გაუჩნდა. ცეცხლი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს „გურია ნიუსი“ ავრცელებს.