სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ის რამდენიმე კვირაში გადადგება და სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ვუჩიჩის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
“მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ გადავდგები,” - განაცხადა ვუჩიჩმა.
მიტინგზე ვუჩიჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის თავის “სერბეთის პროგრესულ პარტიას” ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის დაეხმარება.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ვუჩიჩის განცხადება ანტიკორუფციული პროტესტების ფონზე გაჟღერდა, რომლებიც სერბეთში წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლებსაც ხშირად თან ახლავს ძალადობა.
ასევე, აღნიშნულია, რომ სერბეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ ბელგრადს ჯერ კანონის უზენაესობის გაუმჯობესება სჭირდება, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ამოძირკვა.